რუსთავის "რუსთავმა" ზედიზედ მე-3 თამაშიც მოიგო

2025-01-21 13:41:06

რუსთავის საკალათბურთო კლუბმა "რუსთავმა" ამ წელს ჩატარებული მესამე თამაშიც მოიგო.

საქართველოს თასის გათამაშებაში გოგა ცეკვავას გაწვრთნილმა რუსთაველმა კალათბურთელებმა სპორტის სასახლეში "ქუთაისს" უმასპინძლეს.

"რუსთავმა"  სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი "ქუთაისი" ანგარიშით 84:72 დაამარცხა.

თამაშის MVP "რუსთავის" კალათაბურთელი, დომინიკ კეისი გახდა, რომელმაც 13 ქულის მოპოვება, 20-მოხსნისა და 3 დაფარების გაკეთება შეძლო. 

განმეორებითი მატჩი "ქუთაისის" წინააღმდეგ 24 იანვარს ქუთაისში გაიმართება.