რუსთავი-გარდაბნის გზაზე, სოფელ ბირლიკთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ვაზისა" და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც 19 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განგვიცხადა, მათთან შეყვანილი 30 წლამდე კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.