რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2025-01-16 19:46:56

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 იანვარს:

12:00 საათიდან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ფიროსმანის, გომელაურის, მშენებელთა, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;    

18:30 საათიდან 18:45 საათამდე აბონენტებს რუსთავში დუმბაძის, ბოსტანქალაქის, ფიროსმანის, 1 მაისის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს.   

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.