ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს

2025-01-15 18:07:28

შეერთებული შტატები გმობს პარტია "ქართული ოცნების" მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩოს განცხადების თანახმად, "მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად - რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა".

"საქართველო უკეთესს იმსახურებს", - წერია საელჩოს განცხადებში, რომელიც "ფეისბუქზე" ვრცელდება.