ქვეითს, რომელსაც მიკროავტობუსი დაეჯახა, გარდაიცვალა

2025-01-09 16:34:09

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.

არსებული ცნობით, 65 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც საი“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.