რუსთავის მოსახლეობა შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2025 წლის პირველი იანვრის მონაცემებით რუსთავის მოსახლეობა 127 200 ადამიანისგან შედგება, როცა გასული წლის, 2024 წლის 1 იანვრის მონაცემებით ეს ციფრი 132 300 იყო.
მოსახლეობის კლება 5100-ით მოხდა.
მიუხედავად კლებისა რუსთავი მოსახლეობის სიმრავლით საქართველოში მესამე ქალაქად რჩება.
პირველ ადგილზე დედაქალაქია - 1 258 500 მცხოვრებით, მეორეზე კი ბათუმი - 183 200 ადამიანით.