საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელებისა და გვარების რეიტინგი, წლიდან-წლამდე იცვლება, თუმცა მათი ნაწილი ამ დრომდე მყარად ინარჩუნებს პირველ პოზიციებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ჩამონათვალს თუ რომელია კაცის და ქალის ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები ქვეყანაში. სააგენტოს ბოლო სტატისტიკის მიხედვით, ცნობილი გვარების სიაში ლიდერობს - ბერიძე, სახელებში კი - ნინო და გიორგი.
საქართველოში კაცის ყველაზე გავრცელებული გვარების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
ბერიძე - 15 000;
მამედოვი - 14 347;
კაპანაძე - 9 532;
ალიევი - 9 317;
გელაშვილი - 8 801;
მაისურაძე - 7 558;
გიორგაძე - 6 796;
ბოლქვაძე - 6 508;
ლომიძე - 6 208;
წიკლაური - 6 083.
კაცის ყველაზე გავრცელებული სახელების ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება:
გიორგი - 193 422;
დავით - 68 187;
ალექსანდრე - 46 374;
ლუკა - 45 168;
ნიკოლოზ - 39 881;
ირაკლი - 36 076;
საბა - 29 498;
ზურაბ - 29 268;
ლევან - 27 535;
დავითი - 26 043.
ასეთია ქალის ყველაზე გავრცელებული გვარების ტოპ-ათეული საქართველოში:
ბერიძე - 15103;
მამედოვა - 13580;
კაპანაძე - 9719;
გელაშვილი - 9526;
ალიევა - 9389;
მაისურაძე - 8473;
გიორგაძე - 7399;
ლომიძე - 6912;
წიკლაური - 6854;
ბოლქვაძე - 6660.
ქალის ყველაზე გავრცელებული სახელების ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება:
ნინო - 115672;
მარიამ - 71646;
ანა - 49727;
მარიამი - 48245;
თამარ - 48170;
მაია - 46955;
ნანა - 42203;
ელენე - 39386;
ნათია - 38385;
მანანა - 32797.