"ბავშვები ბებიასთან იმყოფებოდნენ"

2025-01-05 17:58:14

ოკუპირებულ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული 5 მცირეწლოვანი ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას "სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე" ავრცელებს.

"მძიმეა ის ტრაგედია რაც ოკუპირებულ საბერიოში დატრიალდა, ხუთი მცირეწლოვანის სიცხოცხლე ხანძარს ემსხვერპლა. უმძიმესი ტკივილმა მთელს საქართველოს სისხლი გაგიყინა, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს!
ეს ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა, საბერიოში კი ბავშვები ბებიასთან იმყოფებოდნენ",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.