მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში რუს ტურისტ ცოლ-ქმარს ორი პირი თავს დაესხა.
არსებული ინფორმაციით სოფელ ნაკრას ასახვევთან იპოვეს გატაცებული მანქანა, რომელსაც, ადგილობრივების თქმით, აღენიშნება სისხლის კვალი.
ასევე ნაპოვნია ცოლი, რომელიც გადაყვანილია განყოფილებაში. ქმარი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის, და 236-ე, იარაღის უკანონო ტარება, მუხლებით მიმდინარეობს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.