რუსთავში ავტომობილი ავარიის დროს სკვერში შევარდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ბმვ-ს" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რკინის ჯებირი შეანგრია და გონაშვილის სახელობის სკვერში შევარდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.