კვიპროსში ქართველი კაცი დააკავეს

2024-12-29 16:56:28

 

კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში საქართველოს მოქალაქე დაკაავეს.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით 41 წლის მამაკაცი საბერძნეთში ქურდობისთვის ძებნილად იყო გამოცხადებული.

ნოემბერში მას დაუსწრებლად მიუსაჯეს 5 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს მოქალაქე ლიმასოლში იმ დროს დააკავეს, როდესაც ქუჩაში სეირნობდა.

ქართველის საბერძნეთში ექსტრადირება მოხდება.