ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

2024-12-22 23:43:03

ახალციხე–ადიგენის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილო შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა.

ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყი.