სამართალდამცავებმა ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის 5 წევრი დააკავეს

2024-12-04 19:07:56

სამართალდამცავებმა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის 5 წევრი დააკავეს.

5 პირი ახალგაზრდული ფრთის ოფისიდან პოლიციამ გაიყვანა. პარალელურად ჩხრეკა ოფისში ამ დრომდე გრძელდება.

პოლიციამ ოფისიდან დალუქულ მდგომარეობაში გარკვეული ნივთები, სავარაუდოდ, დროშები, ჩაფხუტები და ა.შ. წაიღო.

ცნობისთვის, რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და სამოქალაქო აქტივისტების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.