რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას "ფორმულას" და პირველი არხის ოპერატორები დაშავდნენ.
ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით, თედო ქვაჩახიას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.
რაც შეეხება პირველი არხის ოპერატორს, ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას აქციის მონაწილემ პიროტექნიკა ესროლა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია უცხოური მედიის წარმომადგენელიც.