"დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში"

2024-12-03 14:37:09

საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მკურნალობას რეანიმაციაში აგრძელებს.

"პაციენტი, 21 წლის, მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის, ძვლის და თვალბუდის ზედა კიდის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით, შესაბამისად, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე ამ დროისათვის შენარჩუნებულია. თავის ტვინის  გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევით, დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ჩაუტარდა დაზიანებული ფრაგმენტების ამოკვეთა, ამ მომენტისათვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას, ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე. ჭრილობაში არ იქნა ნანახი უცხო სხეული. პაციენტი შემოყვანილია დაახლოებით დილის 4 საათზე და დაუყოვნებლივ გადაყვანილი საოპერაციო ბლოკში. ამ ეტაპისთვის მისი მდგომარეობა შეესაბამება მის პოსტტრავმულ მდგომარეობას, იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ, სტაბილური ჰემოდინამიკით. მართვით სუნთქვაზეა ბუნებრივად, იმიტომ რომ იმყოფება მედიკამენტოზური ძილ ქვეშ", - ამბობს ექიმი ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილ 22 წლის ახალგაზრდაზე.