რუსთავში, 21-ე მიკრორაიონს ბუნებრივი აირია არ მიეწოდება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ გაზ ჯორჯიაში" განუცხადეს, 21-ე მიკრორაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი გაზის მილსადენს დაეჯახა და დააზიანა.
დაზიანების გამო 21-ე მიკრორაიონის აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ.
კომპანიაში ამბობენ, რომ უკვე მიმდინარეობს პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი სამუშაოები და აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება 1 დეკემბრის დღის 12:00 საათიდან აღუდგებათ.