რუსთავიდან 20 წუთის სავალზე "თბილისი აუთლეტ მოლის" მშენებლობა დასკვნით ფაზას მიუახლოვდა.
აუთლეტ მოლის გახსნა 2025 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
"Tbilisi Outlet Village-ის" მიერ სოციალურ ქსელ linkedin-ზე გავრცელებული ინფორმაციით, მოლში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ბრენდების მაღაზიები: Emporio Armani, Armani Exchange, Nike, Adidas, Puma, DKNY, Pinko, Salamander, Trespass, Lutecia, Sisely, Benetton, Wolford, Patrizia Pepe, Zadig & Voltaire, და სხვა.