რუსთავში სამშენებლო ნარჩენების დაყრისთვის დაჯარიმდებით

2024-11-27 15:26:41

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამშენებლო ნარჩენების დაყრა დასჯადია.

მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან ფიზიკური პირი, რომელიც სამშენებლო ნარჩენებს დაყრის 200 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირს 1000 ლარით.

ცნობისთვის, ამ წლის განმავლობაში ქალაქის ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრის გამო 13 ადმინისტრაციული ჯარიმა დაიწერა.