უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა

2024-11-27 10:56:30

უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი სპარტაკ ლეკიაშვილი, რომელიც მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადიოდა, გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ცხედრის გადმოსვენების პროცედურები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ლეკიაშვილი გასული წლის მაისში, ბახმუტის დაბომბვის დროს დაიჭრა. ის მკურნალობას ჯერ უკრაინაში, შემდეგ საქართველოში, ბოლოს კი საფრანგეთში გადიოდა.