საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
ინტენსიური თოვისა და უხვი ნალექის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზის კმ90-კმ112 ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.