რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტი საკრებულომ პირველი მოსმენით ჩააგდო.
ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს "ლელო" ორმა დეპუტატმა, ნინო და დავით სულაძეებმა და სამმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ბერიძემ, ზურა ბერაძე და ვაჟა მორგოშიამ.
დეპუტატებმა მიზეზად დაასახელეს, რომ 2025 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ჰქონდათ შენიშვნები და ამ შენიშვნებით მიუბრუნეს მერიას.
მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი მხოლოდ ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაუჭირეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარი ლიპარტელიანის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის ბიუჯეტი დადებითად შეაფასა და შესაბამისად მხარიც დაუჭირა.
სხდომას არ ესწრებოდნენ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები. როგორც "ინფო რუსთავს" ფრაქციის თავმჯდომარემ, შავლეგო მანდარიამ განუცხადა, მიზეზი მათი ფრაქციის ბოიკოტის რეჟიმში ყოფნაა.
სხდომაზე ასევე არ იმყოფებოდა ფრაქციის "რუსთავი საქართველოსთვის" დეპუტატები. ფრაქციის წევრმა, ნათია შელეგიამ სხდომის დაწყებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "გახარია საქართველოსთვის" წევრები თბილისში პარლამენტთან აქციას უერთდებოდნენ.