საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებია.
ამის შესახებ კობახოძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იცვლებიან საგარეო, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.
პრემიერი პარლამენტს საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურად მაკა ბოჭორიშვილს წარუდგენს, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატურა კი დავით სონღულაშვილია.