რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-11-21 18:26:44

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ნოემბერს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე აბონენტებს  რუსთავში ვაჟა-ფშაველას, თბილისის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს და 12-ე და 15-ე საჯარო სკოლებს;

18:45 საათიდან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ვაჟა-ფშაველას, თბილისის, მეგობრობის, გორის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს, აგრეთვე იალგუჯის ქუჩაზე კერძო სახლებს, 10-ე ბაგა ბაღს და რესტორან სამეფოს.   

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.