როდის აღდგება წყლის მიწოდება

2024-11-20 10:52:50

კომპანია "ჯივიპი" განცხადებას ავრცელებს.

ქ.რუსთავი, ხრამის სათავე ნაგებობაზე ელ ენერგიის მიწოდება აღდგენილია, წყალმომარაგება აღდგება ეტაპობრივად 12:00 საათამდე.

წყალმომარაგება შეზღუდული აქვს: მარცხენა სანაპიროს სრულად, ზედგენიძის და ბელიაშვილის ქუჩას (გასასვლელებით).

ქ.რუსთავი, გრანელის N2ა-თან წყალმომარაგების  ქსელზე დაზიანების გამო 10:30 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ბარნოვის, გიორგაძის, გრანელის, ჩეხოვის და ჩაპაევის ქუჩებს.