რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 70 წლამდე კაცი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ადგილზე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.