ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, სკვერთან [video]

2024-10-25 22:49:39

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "აუდისა" და "სუბარუს" მარკის მსუბუქი ავტომობილები ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ორივე ლეონიძის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ კვების ობიექტთან, ბორდიურზე შევარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა შუახნის მამაკაცი. 

კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილოზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.