გერმანიაში საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს

2024-10-23 17:22:32

გერმანიაში მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად მასობრივი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რეიდების შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით ამანათები, რომლებიც ნაქურდალი ნივთებით იყო შევსებული.

როგორც გერმანული მედია წერს, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, ჰამბურგსა და ბერლინში ჯამში ექვსი ობიექტი გაჩხრიკეს და თორმეტი ადამიანი დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, კრიმინალური ჯაჭვის მთავარი ობიექტი ქალაქ როიტლინგენში მდებარეობდა.

რეიდები ორ საცხოვრებელ სახლში, სამ საწყობსა და კიდევ ერთ დამატებით ობიექტზე ჩატარდა, ოპერაციაში გერმანული პოლიციის 200-მდე ოფიცერი მონაწილეობდა.

გამოძიების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა, ორმა მამაკაცმა და ერთმა ქალმა, რომელთა ასაკიც 27-დან 54-წლამდე მერყეობს, გერმანიაში დაჯგუფება ჩამოაყალიბეს, რათა მოპარული ნივთები სხვა ქართველებისგანაც მათ მიეღოთ და შემდეგ იტალიასა და საქართველოში გაეგზავნათ.