როდის შეძლებს რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მიღებას

2024-10-18 14:03:04

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი განმარტავს, თუ როდის შეძლებს კლინიკა პაციენტების მიღებას.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ ეტაპზე, კლინიკაში კადრების დაკომპლექტება მიმდინარეობს, პაციენტების მიღებას კი მაშინ შეძლებენ, როდესაც მარეგულირებელი კომისიის ნებართვა ექნებათ.

"ამჟამად მიმდინარეობს მარეგულირებლის მიერ შემოწმება. სავარაუდოდ, მალე მივიღებთ ნებართვას და შევძლებთ პაციენტების სრულად მიღებას. ამ ეტაპზე, კლინიკაში, კადრების დაკომპლექტება გრძელდება, რაც 2-3 დღეში დასრულდება. ამ ეტაპზე, ეს ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ",- აღნიშნა ალექსანდრე მესხმა.