ღია კარის დღე და ტრენინგი - შესაძლებლობა ადგილობრივი ბიზნესისთვის

2024-10-17 19:17:08

ღია კარის დღე და ტრენინგი - შესაძლებლობა ადგილობრივი ბიზნესისთვის

გრანთ თორნთონ საქართველო კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან (CIPE) თანამშრომლობის ფარგლებში იწყებს პროექტს - “შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო შესაბამისობა დამსაქმებელების ცნობიერების ასამაღლებლად“, რომელიც განხორციელდება ქვემო ქართლის,სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გრანთ თორნთონის გამოცდილი ექსპერტები აქტივობებს დაიწყებენ რუსთავიდან, სადაც 21-22 ოქტომბერს ჩატარდება: ღია კარის დღე და ტრენინგი, რომლებიც განკუთვნილია დამსაქმებლებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, სტარტაპებისთვის, ქალებისთვის ბიზნესში. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის  ასევე ჩატარდება 1 დღიანი Bootcamp. როგორც ღია კარის დღეზე, ისე ტრენინგზე მონაწილეობა უფასოა, მსურველებმა საჭიროა შეავსონ სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/4eWzgu5.

პროექტის მიზანია დამსაქმებლების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების, სტარტაპების, ქალებისა და ახალგაზრდების/სტუდენტების ცნობიერების ამაღლება შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო შესაბამისობის შესახებ.

შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო შესაბამისობა ეფუძნება შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებს,  მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებსა და გამოცდილებებს და, რაც ყველაზე მთავარია, სრულად პასუხობს ქართულ რეალობაში არსებულ გამოწვევებს.

საქართველოში სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს განვითარების მხარდასაჭერად, გრანთ თორნთონი დაეხმარება ადგილობრივ დამსაქმებლებს უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნაში. ეს ინიციატივა განაპირობებს ბიზნესის არა მხოლოდ შესაბამისობას საკანონმდებლო სტანდარტებთან, არამედ ხელს შეუწყობს უფრო უსაფრთხო და სამართლიანი სამუშაო პირობების არსებობას.