ქვემო ქართლში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

2024-10-06 18:39:22

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კუმისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ღამით მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 7-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.