რუსთავში 16 წლის გოგოს ავტომობილი შეეჯახა [video]

2024-10-04 19:33:47

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 16 წლის გოგონას შეეჯახა.

არასრულწლოვანი ე.წ. ქვეითთა გადასასვლელთან კვეთდა გზას, რა დროსაც მას მინივენი დაეჯახა. 

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.