დენის დარტყმის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა

2024-09-20 19:11:29

თბილისში, გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც დენმა დაარტყა.

უბედური შემთხვევა კვირას მოხდა, როცა ავტოფარეხის სახურავზე ასული მოზარდი ანკესს აწყობდა. ანკესი სადენს შეეხო და დენი ბავშვზე გადავიდა.

მძიმე დამწვრობით მოზარდი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.