მოეწყობა თუ არა რუსთავში დიდ ეკრანზე დვალიშვილის ბრძოლის ჩვენება

2024-09-14 20:25:09

მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ორთაბრძოლის ხილვა რუსთავის ცენტრალურ პარკში, დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი.

"გელოდებით 06:00 საათიდან. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ მებრძოლს. UFC 306-ის მთავარი და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა ნევადაში, ლას ვეგასში, Sphere-ში გაიმართება”, - წერს სპორტის განვითარების ცენტრი.

ბრძოლა 15 სექტემბერს შედგება, ღია ჩვენება კი ამფითატრის ტერიტორიაზე მოეწყობა.