ხანძარი რუსთავში, სასაფლაოზე

2024-09-14 19:53:20

რუსთავის სასაფლაოების მიმდებარედ, გაჩიანის სასაფლაოს ტერიტორიაზე ხანძარია.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია ხმელ ბალახს.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე ცეცხლი ბოლო დღეებში უკვე მეორედ გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები