"16 სექტემბრიდან მოძრაობა შეიზღუდება"

2024-09-14 17:41:27

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სოფ. სასადილო-სოფ. შუამთის მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16-19 სექტემბერს ყოველ-დღე 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება, 20 სექტემბერს კი 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ. შუამთა) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. რის გამოც, 2024 წლის 16 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ყოველ-დღე 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. ხოლო, 20 სექტემბერს 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გამოყენებით," - წერია განცხადებაში.