იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2024-07-27 10:56:04

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაკავებული 1981 წელსაა დაბადებული და მას ბინის ქურდობა ედება ბრალად. ის ბინაში შესვლის მცდელობისას სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

არსებული ინფორმაციით, ქართველმა ბინიდან ოქროს სამკაულების გატანა შეძლო. მოპარული ნივთების ჯამური ღირებულება დაახლოებით 3 ათასი ევროა

კაცი ამ დროისთვის დაკავებულია და იზოლატორშია გადაყვანილი.