მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

2024-06-16 17:21:52

თბილისში, გმირთა მოედანზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო: მთავარი არხი