რუსთავში, ზებრა გადასასვლელზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

2024-06-10 19:53:05

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ზებრა გადასასვლელზე "შევროლეტის" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ქალმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. მედიკოსებმა დაშავებულს შესაბამისი დახმარება გაუწიეს.

შემთხვევის ადგილზე ასევე იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები