"რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ"

2024-05-28 11:54:40

საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან.

რუსული კანონი ჩვენი არჩევანი არ არის!", - ვეტოს დაძლევაზე მსჯელობის პარალელურად, დღეს, 28 მაისს, დილიდან სხვადასხვა აქციაა ჩანიშნული:

10:00 საათზე, პარლამენტთან;
11:00 საათზე, პარლამენტის წინ - "გიძახებთ ქვეყნის სამსახურში!";
12:00 საათი - პარლამენტის უკან;
17:00 საათი - პარლამენტთან, "რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ!"
19:00 - სტუდენტური მარში რუსული კანონის წინააღმდეგ - რუსთაველის მეტროდან პარლამენტამდე

ადგილზე მობილიზებულები არიან  შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები. პარლამენტის შესასვლელებს იცავს კრიმინალური პოლიცია.