ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2024-05-27 19:05:40

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ნისანისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შემდეგაც "ნისანის" მარკის ავტომობილი გაჩერებულ "ფორდის" მარკის ავტომობილს დაეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები