თბილისში 68 წლის ქალს ეძებენ - ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ოჯახის ცნობით, მანანა ყაზაიშვილი სახლიდან 14 მაისს გავიდა და მას შემდეგ, მისი ადგილსამყოფელი უცნობია:
"მეორე დღეა არ ვფლობთ ინფორმაციას და ვეძებთ მანანა ყაზაიშვილს, 68 წლის. სახლიდან (ქ.თბილისი,გოგებაშვილის ქუჩა) 14 მაისს, საღამოს დაახლოებით 9 საათზე გავიდა. ტელეფონი გათიშული აქვს. არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის არც ალცჰაიმერი. გთხოვთ გააზიარეთ და დაგვეხმარეთ მის პოვნაში", - წერს მამუკა ყაზაიშვილი.
ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ოჯახს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:
599-77-72-84
577-95-04-43