"უცხოური გავლენის" კანონი პირველი მოსმენით მიიღეს

2024-04-17 15:03:06

საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პირველი მოსმენით მიიღეს.

კენჭისყრის დროს კანონპროექტის მიღებას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ოპოზიციამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

მანამდე საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.

პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.