რუსთავში, მეზობლებმა პარკში არსებულ კვების ობიექტს უჩივლეს

2024-04-17 14:46:59

რუსთავში გადაჭარბებული ხმაურისთვის მეზობლებმა ცენტრალურ პარკში არსებულ ობიექტს უჩივლეს.

როგორც "ინფო რუსთავს" მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს, კვების ობიექტებში 23:00 საათის შემდეგ, მუსიკა მაღალ ხმაზე იყო ჩართული, რის გამოც მეზობლად მცხოვრებმა მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით მერიის სამსახურს მიმართეს.

ადგილზე მისულ სამსახურის თანამშრომლებს მუსიკა უკვე გათიშული დახვდათ.

ობიექტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ფაქტთან დაკავშირებით გაფრთხილება მიიღეს.

ცნობისთვის, კანონმდებლობა ხმაურისთვის პირველ ჯერზე მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, მისი განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი 150, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები