“ეს დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა”

2024-04-16 23:17:39

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე საპროტესტო აქციების მეორე ღამეს ეხმაურება.

"მასშტაბური საპროტესტო აქციის მეორე ღამე თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, მიიღოს ეს კანონი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაცია და დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა", - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.