აქციაზე წიწაკის სპრეი გამოიყენეს

2024-04-16 22:44:57

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო.

 ვითარება დაძაბულია პარლამენტის უკანა შესასვლელთან - ასევე პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე. ადგილზე შსს-ის თანამშრომელბს განთავსებული აქვთ წყლის ჭავლის მანქანა.

ამასთან, ჩართულია ხმოვანი გაფრთხილება, რომელიც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს. სპეცრაზმი მობილიზებულია პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაზეც.

აქციის რამდენიმე მონაწილე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებთან გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მათ წინააღმდეგ პოლიციამ სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენა.