ავტომობილი ხეს შეეჯახა

2024-04-16 15:16:51

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, აეროპორტის გზაზე. 

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

როგორც თვითმხილველებმა გვაცნობეს, დაშავდა მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებულს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა.