"კი ევროპას - არა რუსულ კანონს"

2024-04-09 19:02:26

თბილისში სახელწოდებით "კი ევროპას - არა რუსულ კანონს" თავისუფლების მარში იმართება.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მიემართებიან.

აქციაზე არ პოლიტიკური გამოსვლები.

სიმბოლურად, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს წაიკითხავს ნანა მალაშხია, რომელიც 2023 წლის მარტის აქციების დროს გახდა ცნობილი როგორც ქალი ევროკავშირის დროშით.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.