იცოდი? - სად და როდის გაიხსნა რუსთავში პირველი აგრარული ბაზარი

2024-04-12 17:41:06

იცოდი? - სად და როდის გაიხსნა რუსთავში პირველი აგრარული ბაზარი.

პირველი აგრარული ბაზარი რუსთავში მე-20 საუკუნის 50-იანი წლების პირველ ნახევარში დღევანდელი ბათუმის ქუჩაზე და მაშინდელი კოლხოზნაიასა და სოვეტსკაიას კვეთაზე გაიხსნა.

რუსთავის შესახებ 1958 წელს გამოცემულ წიგნში "საბჭოთა სოციალისტური კავშირის ახალი ქალაქი რუსთავი" ავტორი წერს, რომ აგრარული ბაზარი შემოღობილი იყო, მის ტერიტორიაზე სპეციალური ხის დახლები იყო მოწყობილი.

ბაზრის ტერიტორია 2 ჰექტარს იკავებდა.

 

აგრარულ ბაზარში სხვადასხვა სოფლიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყიდებოდა.