ქვემო ქართლში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

2024-04-09 11:29:19

ქვემო ქართლში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა.

შემთხვევა მარნეულში მოხდა და ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.