მე-14 სართულიდან კაცი გადმოვარდა

2024-04-08 19:57:42

თბილისში, დიდი დიღმის მასივში სიმაღლიდან ვარდნის დროს კაცი დაიღუპა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი ერთ-ერთი კორპუსის მე-14 სართულიდან გადმოვარდა.

კაცი ადგილზევე დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.